საქართველოში ნიდერლანდების ელჩი ქართული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

04.03.25 20:10
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი ქართული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა მქონდა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა, - ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, დამოუკიდებელი ჟურნალისტები თავისუფალ საზოგადოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვნები არიან.

დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვანი არიან თავისუფალ საზოგადოებაში. შეხვედრა [მქონდა] მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ გარემოში, სადაც მედიის თავისუფლება ზეწოლის ქვეშაა. ვფიქრობ დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, რომელსაც დღეს სასამართლო სხდომა ჰქონდა”, - წერს არაკელიანი.

მსგავსი სიახლეები