ბიძინა შეშინებულია და მცდელობა, რომ ადამიანები დააშინონ, არის სასოწარკვეთილების გამოხატულება- მამუკა ხაზარაძე

04.03.25 21:28
ბიძინა შეშინებულია და მცდელობა, რომ ადამიანები დააშინონ, არის სასოწარკვეთილების გამოხატულება- მამუკა ხაზარაძე

რეჟიმი შეშინებული, ბიძინა შეშინებულია და მცდელობა, რომ ადამიანები დააშინონ, არის სასოწარკვეთილების გამოხატულება, - ასე აფასებს სოზარ სუბარის ინიციატივას, სოციალურ ქსელებში ადამიანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

როგორც ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ამ ყველაფრის მიუხედავად, “რეჟიმი მიზანს ვერ აღწევს, რადგან ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში უფრო დიდი წინააღდმეგობაში ითარგმნება.

“ეს ბრძოლაა თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ამ ბრძოლას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ისინი მიზანს მაინც აღწევენ, მაგრამ ვერანარი მიზანს ვერ აღწევენ, რადგან ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში უფრო დიდი წინააღდმეგობაში ითარგმნება, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე გამოხატული ქართველ ხალხში და აუცილებლად იქნება გამოხატული არა მარტო ქუჩაში, არამედ ყველა იმ ადამიანში, რომელიც დღეს ტელევიზიას უყურებს და ხედავს, თუ რამდენად საშიშ ზონაშია შესული ე.წ. ხელისუფლება, თავისი დრაკონული ნაბიჯებით. ამიტომ, ეს ბრძოლაა თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ამ ბრძოლას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები