დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო - მამუკა ხაზარაძე

04.03.25 22:07
დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო - მამუკა ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ოთხი კოალიციის შეუთანხმებლობა აწყობს ივანიშვილს და აწყობს რუსეთს.

როგორ ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო.“

“სხვა შემთხვევაში ამით ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მას უნდა, რომ "დაშალე და იბატონე" და ამ პრინციპს ახორციელებს“, - აღნიშნა მან.

ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ უნდა ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ამ პოლიტიკურ ცენტრში წამყვანი როლი უნდა ითამაშოს პრეზიდენტმა, რომლის გარშემოც ყველა ის მანდატდატოვებული და მანდატდაუტოვებელი დეპუტატიც - როგორც ბატონი გახარია ამბობს მაისში დატოვებენ ამ მანდატებს - ჩვენ ეს ალტერნატივა უნდა დავანახოთ გარე სამყაროს და რაც ყველაზე მთავარია, დავანახოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთ ოთახში რაღაცაზე ჩამოყალიბება. სხვა შემთხვევაში ამით ყველაფრით სარგებლობს ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ მას უნდა, რომ "დაშალე და იბატონე" და ამ პრინციპს ახორციელებს. მას აწყობს ეს შეუთანხმებელი ამბავი და თუ აწყობს ივანიშვილს, აწყობს რუსეთს და ვერ ხდება აქ კონსოლიდირება ძალების, დღეს კონკურენციის დრო არ არის, დღეს არის ერთად ყოფნის დრო. როცა არჩევნები ჩაინიშნება, მერე ვიღაცა გადალაგდება, ვიღაცა ახალ კოალიციას გააკეთებს, ახალი პარტია შეიქმნება და მერე ყველას გაუმარჯოს ღმერთმა, - განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები