ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილ-გომელაურის სახე აინტერესებს

04.03.25 22:41
ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილ-გომელაურის სახე აინტერესებს

ბიძინა ივანიშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარადა, მისი გამოძალვის გეგმა კრახით დასრულდა - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.

 ბაჩიაშვილის თქმით, “როდესაც ადამიანებს ვერ ჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით.“

“სწორედ ამდენი ხალხი და თვალთვალი გამოვიყენე იმისთვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა“, - ამბობს ის.

როდესაც ადამიანებს ვერ ჯობნი ძალით, მათ უნდა აჯობო მოტივაციით და ჭკუით, სწორედ ამდენი ხალხი და თვალთვალი გამოვიყენე იმისთვის, რომ მათი ყურადღება მომედუნებინა. ცოტა მეტად ჭკვიანი ხალხი რომ ყოფილიყო, ალბათ, მე გარეთ არ ვიქნებოდი.

მე იმ ხალხის სახეები უფრო მაინტერესებს, რომლებსაც ჩემზე თვალთვალი ჰქონდათ დავალებული და რომლებსაც უნდა გაეკონტროლებინათ ჩემი გადაადგილება. თვითონ ივანიშვილს რაც შეეხება- მას კოვზი ნაცარში ჩაუვარადა, მისი გამოძალვის გეგმა კრახით დასრულდა და მას მაინც მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულზე, რაც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინა. მიუხედავად იმის, დამიჭერს თუ არა ივანშვილი, მაინც აღმოჩნდება განსასჯელის სკამზე. მე ამას ვპირდები“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ რაც ივანიშვილი მისი ქვეყნიდან წასვლის შესახებ გაიგებდა, ლილუაშვილს დაურეკავდა.