"ოცნებაში" ჟურნალისტებისგან ითხოვენ იმ კითხვებზე პასუხს, რომელსაც გომელაურმა უნდა უპასუხოს
"ოცნებაში" ჟურნალისტებისგან ითხოვენ იმ კითხვებზე პასუხს, რომელსაც გომელაურმა უნდა უპასუხოს. ვლადიმერ ბოჟაძე დღეს "პირველებს" ეკითხებოდა, როგორ მიაგნეს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელმაც ქვეყნის დატოვების შემდეგს გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
"ოცნების" წევრი არ მალავს, რომ ქვეყნიდან გაპარვა შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება.
ქვეყნიდან შეიძლება, გაიპაროს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც უნდა, რომ კანონი დაარღვიოს. პირდაპირ ეთერში თქვენ როგორ მიაგენით ბაჩიაშვილს? რომელი ხვრელით მიაწვდინეთ ხმა, რომ ჩართულიყო თქვენთან პირდაპირ ეთერში? თუ იცით, რომ ადამიანი დამნაშავეა და იცით სად არის და დანშაული ჩაიდინა, ცალკე თემაა. კიდევ რომ დაუკავშირდებით, უთხარით, რომ ღამე არ დაიძინოს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს მიწვდებიან მას ქართველი სამართალდამცავები, ფხიზლად იყოს.
არ მგონია, ბიძინა ივანიშვილი ვინმეზე ბრაზდებოდეს, მითუმეტეს, ბაჩიაშვილზე. ასეთი ადამიანია, არავისზე ბრაზდება, - ამბობს ბოჟაძე.
4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა. მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება.