პროკურატურა ISFED-ისგან 2024-ის არჩევნებზე პარალელური დათვლის დოკუმენტაციას ითხოვს

05.03.25 13:15
პროკურატურა ISFED-ისგან 2024-ის არჩევნებზე პარალელური დათვლის დოკუმენტაციას ითხოვს

პროკურატურა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისგან” 2024 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის და შედეგად მიღებული დასკვნების სრული დოკუმენტაციის გაგზავნას ითხოვს. 

ISFED ამბობს, რომ მათ არჩევნების გაყალბების საქმის ფარგლებში დაუკავშირდნენ. ორგანიზაცია უწყებას დოკუმენტაციას მიაწვდის.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან „სამართლიანმა არჩევნებმა” მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია. 

 

მსგავსი სიახლეები