ბაჩიაშვილს ბევრი ინფორმაცია აქვს, ბევრი რამ ექნება სათქმელი - ეკა ბესელია

05.03.25 15:20
ბაჩიაშვილს ბევრი ინფორმაცია აქვს, ბევრი რამ ექნება სათქმელი - ეკა ბესელია

"მართლმსაჯულების სახლის" თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ივანიშვილის სასამართლო ციხეში გაშვებას უპირებს, ბევრ ინფორმაციას ფლობს და სათქმელიც ბევრი ექნება. იურისტი მიიჩნევს, რომ ბაჩიაშვილის გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ რელევანტური იყო, რადგან ოლიგარქის მმართველობის პირობებში საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული აღარ არის. 

ბაჩიაშვილს ბევრი რამ ექნება სათქმელი, მას ბევრი ინფორმაცია აქვს და ამიტომაც ეს საქმე თვითონ ძალიან ბევრის მთქმელია.რაც შეეხება მის წასვლას, მე არ მიკვირს, რომ წავიდა და მგონია, რომ საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის ეს იყო სრულიად რელევანტური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ არავითარი გარანტია არ აქვს აქ მართლმსაჯულების, მაგრამ ის, რო ჩვენი საზღვრები დაუცველია და საერთოდ ჩვენი სისტემა უსაფრთხოების გადასულია ადამიანების პერსონალურ დევნასა და მოსმენაზე და არა ქვეყნის ინტერესების და ადამიანების დაცვაზე, ამას აჩვენებს ეს პრობლემა, - ამბობს ეკა ბესელია.

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

პარალელურად, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. ქვეყნიდან წასულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ბოსს ამჯერად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია   საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. 'პირველების" ინფორმაციით, საქმის მასალები საგამოძიებო უწყებამ ბაჩიაშვილის ადვოკატს ცოტახნის წინ გადასცა. არ არის გამორიცხული, დღესვე სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზეც იმსჯელოს. სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურატურას შეეძლება ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკვე ინტერპოლით.

მსგავსი სიახლეები