ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა თალიბანი საქართველოს მთავრობაში - ცისკარიშვილი

05.03.25 15:49
ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა თალიბანი საქართველოს მთავრობაში - ცისკარიშვილი

ევროპის სიგნალი მკაფიოა, ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდათ თუ არა თალიბანი საქართველოს მთავრობაში, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილის საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ოცნებას" თალიბანის რეჟიმს ადარებს და ამბობს, რომელსაც, მისი თქმით, ხელისუფლება მიტაცებული აქვს.   

დაწესებული სანქციები ახლა უკვე აიღო შეიარაღებაში ევროკავშირმა, იმიტომ, რომ ხვდებიან, რომ ეს არალეგიტიმური მთავრობა უნდა წავიდეს და მოშორდეს საქართველოს. როგორც თალიბანის რეჟიმი არ სურდა ავღანეთის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, ისე არიან ეს ადამიანები. უბრალოდ, მომჯდარნი არიან ხელისუფლებაზე, მიტაცებული აქვთ და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თალიბანი უნდა თუ არა თბილისის მთავრობაში იყოს. ევროპელები გიგზავნიან ერთგვარ სიგნალს, მათ სურთ ხალხთან საქმის, ბიზნესის, პოლიტიკის კეთება, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

"ოცნების" წინააღმდეგ ბრიუსელი ნებისმიერ ზომას განიხილავს, მათ შორის სანქციებსაც, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა ტვ პირველს აცნობა. რა ფორმის იქნება ეს სანქციები, იქნება ევროკავშირის მხრიდან ერთიანი თუ ინდივიდუალური, ეს ჯერჯერობით უცნობია. მედიისთვის გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა.  

მსგავსი სიახლეები