კახა კალაძე ევროპელ პარტნიორებს "გაქსუებულ ბიუროკრატებად" მოიხსენიებს
ევროკავშირის მორიგი განცხადების შემდეგ, რომ მზად არიან, ბალტისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილება გაითვალისწინონ და ასევე "ოცნების" წინააღმდეგ სანქციებსაც განიხილავენ, ივანიშვილის რეჟიმი გააბრაზა. კახა კალაძე ევროპელ პარტნიორებს "გაქსუებულ ბიუროკრატებად" მოიხსენიებს და ისევ ამტკიცებს, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.
ესენი არიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები. ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები, ისინი არიან ქვეყნის გარეთ გაქსუებული ბიუროკრატები, რომელთაც საქართველოსთან მიმართებით რადიკალურად სხვა ინტერესები აქვს, ჰქონდათ და დღესაც გრძელდება. მათ არ მიეცათ შესალებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო მათი ინტერესების განსახორციელებლად. ქვეყანა არ ჩაერთო მეორე ფრონტში, არ მიუერთდა სანქციებს. თუ სურთ ომი, კეთილი ინებონ, ჩაერთონ, თვითონ იომონ.
ჩვენ ვიცავთ ჩენს ქვეყანას და ჩვენს კანონს და არავის აქვს უფლებ, თუნდაც შტურმი განახორციელოს პარლამენტზე, - ამბობს კალაძე.
"ოცნების" წინააღმდეგ ბრიუსელი ნებისმიერ ზომას განიხილავს, მათ შორის სანქციებსაც, - ამის შესახებ ევროკავშირის მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა ტვ პირველს აცნობა. რა ფორმის იქნება ეს სანქციები, იქნება ევროკავშირის მხრიდან ერთიანი თუ ინდივიდუალური, ეს ჯერჯერობით უცნობია. მედიისთვის გამოგზავნილ წერილში წერია, რომ ევროკავშირი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა.