ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - რას ამბობს კობახიძე

05.03.25 18:44
ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - რას ამბობს კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერი შეთქმულების თეორიების განვრცობით არის დაკავებული და ამტკიცებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა დასანქცირება "დიფ სთეითისა" და გლობალური ომის პარტიის გავლენებს უკავშირდება. 

ირაკლი კობახიძე კამერების წინ ირწმუნება იმასაც, რომ ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია საქმეების შეკერვაში მხილებული მოსამართლეების, პროკურორების და ცრუ მოწმე პოლიციელების შავ სიაში შეყვანით, ქართველ ხალხთან ურთიერთობას ხელოვნურად აფუჭებს.

ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ აქვს სერიოზული ახსნა. ეს არის იმის შედეგი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად. ისინი არიან პირდაპირ დამოკიდებულნი დიფ სთეითის დავალებებზე, ინსტრუქციებზე, გლობალური ომის პარტიის დავალებებზე და ამ ქვეყნებს სამწუხაროდ, აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი. სხვა ახსნა არ შეიძლება მოეძებნოს იმას, რომ ეს ქვეყნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საბაბებს იყენებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად გააფუჭონ ურთიერთობები ჩვენს ქვეყანასთან.

ისინი არ უფრთხილდებიან იმ ისტორიულ მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოსა და ესტონეთს, საქართველოსა და ლიეტუვას, საქართველოსა და ლატვიას შორის. არ აინტერესებთ არაფერი, მათ შორის საკუთარი ხალხების ინტერესები და ხელოვნურად აფუჭებენ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან და ქართველ ხალხთან. ამას არ აქვს არავითარი რაციონალური ახსნა. ზოგადად, ძალიან არასერიოზულია ის ვითარება, რომელიც არის ჩამოყალიბებული ბალტიისპირეთის ხელისუფლებებში, კადრკონკრეტულ ებს თუ გადავხედავთ, აშკარა ხდება, რომ იქ მაინცდამაინც სერიოზულად არ ხდება საკადრო პოლიტიკის წარმოება. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა, თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ვრჩებით და დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანასთან ", - განაცხადა პრემიერმა.

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. ამ შემთხვევაში საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:

მოსამართლეები:

  • ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.

პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.

პოლიციის თანამშრომლები:

  • გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
  • აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
  • ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები:

  • ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია (ყოფილი).

მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: 

  • კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე

მსგავსი სიახლეები