ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირი - EU ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს უანონსებს

05.03.25 20:16
ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ ევროკავშირი - EU ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს უანონსებს

ბალტიის ქვეყნების შემდეგ, ევროკავშირი დიდ სანქციებს აანონსებს. "ჩვენ გავითვალისწინებთ ბალტიის სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე" - ამის შესახებ დღეს ბრიუსელში "ინტერპრესნიუს" უთხრეს. "პირველებს" კი ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისიდან მოგვწერეს, რომ ევროკავშირი განიხილავს ყველა ზომას, მათ შორის სანქციებს, რაც პასუხისმგებლობას დააკისრებს ოლიგარქის რეჟიმს ძალადობაზე და მშვიდობიან აქციის დემონსტრანტების ციხეში უკანონოდ გაშვების გამო.

ყველა ის ჩინოვნიკი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის დავალებით ქართველ ხალხს რეპრესიებს უწყობს, საკუთარ თავს დიდი ხნით სანქცირებისთვის წირავს. ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის სანქციები ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმ ზომებისა, რომელსაც ბრიუსელი ოლიგარქს უმზადებს. ბრიუსელში უკვე არსებობს გეგმა, როგორ უნდა აარიდონ თავი უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობას, რომ ბიძინა ივანიშვილის თვითგამოცხადებულ რეჟიმს სანქციები დაუწესონ.

რა ფორმით გამოაცხადებს ევროკავშირი ახალ სანქციებს, ეს ჯერ არ ვიცით. იქნება ეს ევროკავშირის 25 ქვეყნის მიერ ერთიანი სასანქციო პაკეტი, თუ ეროვნულ დონეზე წევრი სახელმწიფოების მხრიდან დაწესებული სანქციები, ისე, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები