"ქართული ოცნების" ბოლო გაფართხალებაა - ბურჭულაძე
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც ვახო გომელაურის უწყებამ გზის ხელოვნურად გადაკეტვის გამო ორჯერ დააჯარიმა, კვლავ რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
ბურჭულაძის თქმით, რეპრესიული ქმედებები, რომელსაც "ქართული ოცნება" მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს დასტურია იმისა, რომ რეჟიმი "ბოლოჯერ გაფართხალების" ეტაპზეა.
"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ერთად ვიყოთ, გამარჯვება ახლოს არის" - ამბობს მსოფლიო ბანი.
მე მეუბნებიან, რატომ არ მალავ სახეს და ა.შ., აზრი არ აქვს. თუ უნდათ ჯარიმის გამოწერა, შენ ამ ჯარიმას გამოგიწერენ. მე ცოტა ხანში გამოვაქვეყნებ, თუ როდის ვარ დაჯარიმებული, რა პერიოდს ვარ დაჯარიმებული, უკვე გადაკეტილ ქუჩაზე ვარ დაჯარიმებული, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მთავარია ეს ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. ეს არის ბოლო გაფართხალება ამ მავნებლების.
ვინც დაგვაჯარიმებს ჩვენ გვინდა ერთი დიდი აქცია მოვაწყოთ ყველამ ერთად, მრავალათასიანი დემონსტრაცია. მხნედ ვიყოთ, დღეს მაგარი სიცივეა, უბერავს ცივი ქარიც, მაგრამ ხომ ხევდავთ, რა ხალხმრავლობაა. ჩვენი საქმე, მართალია ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მთავარია ვიყოთ ერთად, გამარჯვება ძალიან ახლოს არის", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.