"ალბათ, ივანიშვილი წკეპლით სცემს უშიშროების მინისტრს და გომელაურს" - ელისაშვილი

05.03.25 23:08
"ალბათ, ივანიშვილი წკეპლით სცემს უშიშროების მინისტრს და გომელაურს" - ელისაშვილი

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, ქართველი ოლიგარქი განრისხებულია. 

"ბოლო სვლა, რაც ჰქონდა დარჩენილი, ციხეში გამოკეტვა იყო. ეს გაუსხლტა ივანიშვილს ხელიდან" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლის შეფასებითაც, სასამართლო პროცესების ფონზე, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთა ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მოშლილია.

"ალბათ, ივანიშვილი წკეპლით სცემს უშიშროების მინისტრს და გომელაურს" - აღნიშნავს ელისაშვილი. 

ამათ სახელმწიფო არ ადარდებთ. ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის მომსახურების სააგენტო. ძალიან გაცოფებული იქნება ივანიშვილი. წკეპლით სცემს, ალბათ, უშიშროების მინისტრს და გომელაურს. მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ბაჩიაშვილი ივანიშვილისთვის. ბოლო სვლა რაც ჰქონდა დარჩენილი, ციხეში გამოკეტვა იყო. ეს გაუსხლტა ხელიდან. ძალიან გამწარებული იქნება ივანიშვილი დარწმუნებული ვარ". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

4 მარტს, გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ საქართველო დატოვა.  მოგვიანებით თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, რომელსაც პასპორტი ჩამორთმეული აქვს, "ტვ პირველის" გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყნიდან წასასვლელად "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანებიც" გამოიყენა. ბაჩიაშვილი არ ასახელებს, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება. 

პარალელურად, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინა. ქვეყნიდან წასულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ბოსს ამჯერად ცენტრალური კრიმინალური პოლიცია   საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. 'პირველების" ინფორმაციით, საქმის მასალები საგამოძიებო უწყებამ ბაჩიაშვილის ადვოკატს ცოტახნის წინ გადასცა. არ არის გამორიცხული, დღესვე სასამართლომ მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზეც იმსჯელოს. სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურატურას შეეძლება ბაჩიაშვილი ძებნილად გამოაცხადოს ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკვე ინტერპოლით.

მსგავსი სიახლეები