ივანიშვილი უპირისპირდება ყველას, ვინც კრიტიკულია - ფავლენიშვილი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ფავლენიშვილი ფიქრობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მოქალაქეებს ომი გამოუცხადა და დღესდღეობით რეჟიმი უპირისპირდება ყველას, ვინც მათივე პოლიტიკის წინააღმდეგ კრიტიკულია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ახლა მთავარი ქუჩიდან ბრძოლაა, რადგან საქართველოს ბედი სწორედ რუსთაველის გამზირზე უნდა გადაწყდეს.
სოლიდარობა და მხნეობა სინდისის პატიმრებს. დღეს ივანიშვილი უპირისპირდება ყველა პროფესიის ადამიანს, ვისაც შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და შეუძლია, სუვერენული, თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში თავისი წვლილის შეტანა. ახლა დარჩენილია, რომ ჩვენ მივაწვეთ, ვიბრძოლოთ. ამ მიწოლაში მათ სურთ, რომ ოპოზიციური ერთობა ხელიხელჩაკიდებულები იხილონ ფრონტის წინა ხაზზე. ჩვენ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, საერთაშორისო ასპარეზზე ერთი ხმა გადის საქართველოდან. ახლა მთავარია ქუჩაში ბრძოლის გადაწყვეტა." - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.