საუკუნის გაქცევა - როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო
როგორ დატოვა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი? - გომელაური ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილმა მმართველმა ქვეყანა სადახლო ბაგრატაშენის გამშვები პუნქტით დატოვა. გამოძიების ვერსიით, თბილისიდან სადახლომდე ბაჩიაშვილმა "ტოიტოა კამრით" ჩავიდა, საჭეს 47 წლის მძღოლი მართავდა. ქართლი საგუშაგოს კვეთის დროს, მანქანაში მოწყობილ სამალავში ჩაიმალა, მებაჟეებმა მანქანის დათვალიერებისას ვერაფერი შეამჩნიეს, მას შემდეგ კი რაც მძღოლმა საზღვარი გადაკვეთა, ბაჩიაშვილმა სვლა სომხეთის მიმართულებით, მშვიდად გააგრძელა.
თუ გამოძიებას დავუჯერებთ, ბაჩიაშვილი საქართველოდან გასვლას 3 თვის განმავლობაში ამზადებდა. დეკემბერში მოძებნა ხალხი, ვინც დახმარებას აღმოუჩენდა, აყიდინა ავტომობილი "ტოიოტა კამერი", მოაწყო სამალავი, დაამონტაჟა მანქანაში სათვალთვალო კამერები, შემდეგ ეს მანქანა ხშირად დადიოდა და კვეთდა საქართველო სომხეთის საზღვარს, ვიდეოჩანაწერებს ბაჩიაშვილი შიფრავდა და რისკებს სწავლობდა. კავშირისთვის იყენებდა სატელიტურ ტელეფონებს, რომელიც ქვედაში შემოიტანა. ანუ საუკუნის გაქცევის საიდუმლო სპეცოპერაცია ისე დაგეგმა და ისე შეასრულა, რომ რეჟიმმა ვერაფერი გაიგო, ვიდრე ბაჩიაშვილმა თავად არ დაწერა, რომ საქართველო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, გიორგი ბაჩიაშვილს საქართველოდან გაქცევაში მამა დაეხმარა, რომელმაც შეახვედრა 47 წლის მძღოლს, ვინც ქვეყნიდან გაიყვანა, საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი შუამავალი, პოლიცია ამტკიცებს, რომ მძღოლს ბაჩიაშვილმა ქვეყნიდან გასვლის სანაცვლოდ ფული მისცა და თან გააფრთხილა რომ რისკების თავიდან ასარიდებლად ქვეყანაში აღარ დაბრუნებულიყო. თუმცა ის დაბრუნდა და როდესაც უკვე 5 მარტს საქართველოს დატოვებას ცდილობდა სარდაფში დააკავეს, წყარო "პირველს" უყვება, რომ ახლა პოლიცია კიდევ ორი პირის დასაკავებლად მტკიცებულებებს" ეძებს.