დიდი წმენდა მერიაში - ამცირებენ შტატებს სამსახურის გარეშე ტოვებენ ხალხს, ვინც საქართველოს კონსტიტუციას იცავდა

06.03.25 21:07
დიდი წმენდა მერიაში - ამცირებენ შტატებს სამსახურის გარეშე ტოვებენ ხალხს, ვინც საქართველოს კონსტიტუციას იცავდა

თბილისის მერიაში რეპრესიული რეორგანიზაცია ახალ მასშტაბს იღებს, საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ 17-მა ადამიანმა შემთხვევით გაიგო, რომ მერიაში აღარ მუშაობს, შტატები ისე შემცირდა რომ მერიის თანამშრომლები არც გააფრთხილეს, არც გათავისუფლების მიზეზი განუმარტეს, მხოლოდ განახლებული საშტატო ნუსხის დოკუმენტი ატვირთეს, სადაც ახლა 17-მა ადამიანმა საკუთარი თავი ვეღარ ამოიკითხა.

გათავისუფლებული თანამშრომლები საჯარო მოხელეების განცხადების ხელმომწერები არიან. რეორგანიზაციის მსხვერპლები გადაწყვეტილებას მხოლოდ ამას უკავშირებენ, რომ არიან კონსტიტუციის ერთგულები და არა პარტიული გზავნილების. სხვანაირად ახსნა შეუძლებელია, როგორ უნდა იმუშაოს მაგალითად კულტურის პროექტებისა და პროგრამების განყოფილებამ 2 ადამიანით, როცა დეპარტამენტში აქამდე 4 კაცი მუშაობდა და ხშირად ესეც საკმარისი არ იყო.  

შტატები შემცირდა ყველა იმ განყოფილებაში, სადაც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ და  აზრის საჯაროდ გამოხატვას არ ერიდებოდნენ. შემცირდა მერიის ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო და  ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის შტატები. არც ერთ მათგანს ჯერჯერობით გათავისუფლების ბრძანება არ ჩაბარება.

რეპრესიები საჯარო მოხელეებზე - გვანცა ჩხიკვაძე დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები