მზია ამაღლობელი ყველა უკანონოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა-საქართველოში ლიეტუვის ელჩი

06.03.25 19:31
მზია ამაღლობელი ყველა უკანონოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა-საქართველოში ლიეტუვის ელჩი

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი, რომელიც რეჟიმის პატიმრის, მზია ამაღლობელის პროცესს ესწრებოდა,  X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ “მზია ყველა უკანონოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა“.

მისივე თქმით, ის სასამართლოს პროცესის შემდეგ ნეტგაზეთი/ბათუმელების ოფისში სტუმრობას გეგმავს.

ვესწრები მზია ამაღლობელის სასამართლო მოსმენას ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ვესტუმრები ნეტგაზეთი/ბათუმელების ოფისს დღეს. მზია ყველა უკანონოდ დაკავებულის სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოა!” - წერს ვიტკაუსკასი.

მსგავსი სიახლეები