აშშ ჩინური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს - ანაკლიის პორტი ამერიკულ დღის წესრიგში ბრუნდება - რას იზამს ივანიშვილი?

06.03.25 20:47
აშშ ჩინური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს - ანაკლიის პორტი ამერიკულ დღის წესრიგში ბრუნდება - რას იზამს ივანიშვილი?

ანაკლიის პორტი ამერიკულ დღის წესრიგში ბრუნდება - შეერთებული შტატები ჩინური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს, სენატსა და კონგრესში უკვე დარეგისტრირებულია აქტი, რომლის მიხედვითაც პორტებზე ჩინური გავლენა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საკითხად არის გაფორმებული. ანაკლიიდან ამერიკული ინვესტიციების განდევნის შემდეგ, ახლა ჩინური კომპანიისთვის პორტის  გადაცემა ამერიკისთვის მთავარი წითელი ხაზი გახდება. თედ ჯონასი, ამერიკელი იურისტი იხსენებს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გააქრო ივამიშვილმა ანაკლიის პორტის აშენების შესაძლებლობა.

ექსპერტების თქმით, წესით, ახლა "ოცნების" რეჟიმმა ბოლო შანსი უნდა გამოიყენოს, ანაკლიის პორტის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციასთან ილაპარაკოს და ახალი ამერიკული ინვესტიციები მოიზიდოს, ამით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობასაც გადაარჩენდა და ინვესტიციებთან ერთად უსაფრთხოების გარანტიებსაც დაუბრუნებდა ქვეყანას. მით უმეტეს, რომ სწორედ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადისას, მივიღეთ სიგნალი ამერიკისგან შავი ზღვის და ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე -  გაფრთხილება, რომ პორტი რუსეთის ხელში არ უნდა აღმოჩენილიყო. ოლიგარქის გუნდი ან ამერიკასთან საუბრის გზას აირჩევს, ან ქვეყანას საერთოდ უსაფრთხოების რუკის მიღმა ტოვებს.

ამერიკელი კანონმდებლები ჩინური გავლენების გასაჩერებლად უკვე მუშაობენ. ამ ფონზე ივანიშვილის გუნდი ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას  ირჩევს, პორტის მშენებელ კომპანიად ჩინელები დიდი ხნის წინ გამოაცხადა და დღე-დღეზე ხელშეკრულება უნდა გაუფორმოს ჩინურ კომპანიას, რაც ნიშნავს, რომ პორტი ათეულობით წლის განმავლობაში კომუნისტური ჩინეთის ხელში აღმოჩნდება. 

ახალი აქტი სენატში - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები