ღიმილის ბიჭების პროცესი - ისტორიული სხდომის დეტალები
სასამართლოს სხდომათა დარბაზში მოსამართლე დავით მგელიაშვილს სინდისის პატიმრების მხარდამჭერი ბანერი უჭირავს, ზედ დატანილი წარწერით "სინდისის პატიმრები". ახალგაზრდა ტყვეების მხარდასაჭერად სპეციალურად დამზადებული ბანერი სხდომათა დარბაზში ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა სასამართლოს კანცელარიიდან შეაგზავნა. დიდ თაბახის ფურცელზე დატანილი იყო ხელმოწერები იმ ადამიანების, ვინც მიიჩნევს რომ ევროპული მომავლის მცველები პატიმრობაში არ უნდა იყვნენ. ადვოკატმა მოსამართლეს მისი საქმეში დართვა და გათვალისწინება სთხოვა.
სინდისს პატიმრების პროცესის დაწყებამდე მოსამართლე მგელიაშვილს თავდებობის დოკუმენტებიც გადაეცა. ყველას დავით მგელიაშვილი დღეს პირველად ხედავდა. საბრალდებო სკამებზე სტუდენტები მსახიობი და სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები ისხდნენ. მოსამართლემ კითხვაზე აღიარებდნენ თუ არა ბრალდებას? სინდისის რვავე პატიმრისგან კატეგორიული და მტკიცე უარი მიიღო.
თავისუფლებისთვის მებრძოლ რვა ახალგაზრდას რეჟიმი წლობით უპირებს ციხეში გამოკეტვას, მხოლოდ იმისთვის რომ გაბედეს და ქართული ოცნების რუსული პოლიტიკა ქუჩაში გაპროტესტეს. დაკავებულების შორის არიან სტუდენტები ზვიადად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი. 3 თვიანი პატიმრობის თავზე მოსამართლე მგელიაშვილს დღეს ჰქონდა შანსი, საპატიმრო ღონისძიება შეეცვალა და მათთვის ციხის კარი გაეღო.