საქართველოს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა და წლები წაართვეს
საქართველოს ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა და წლები წაართვეს - ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა "პირველებთან" განაცხადა, რიღაც ანაკლიის პორტის პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარებას გამეოხმაურა.
ამერიკელი იურისტი იხსენებს, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ გააქრო ივამიშვილმა ანაკლიის პორტის აშენების შესაძლებლობა.
ბევრი წელი ვსაუბრობდით ჩინეთის ინტერესებზე შავი ზღვის რეგიონში. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს მაიკ პომპეომ გააფრთხილა ქართველები, რომ არ მიეცათ ანაკლიის პორტი რუსებისთვის ან ჩინელებისთვის. ახლა იგივე გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ოცნების ხელისუფლება ანაკლიის პორტს სანქცირებულ ჩინურ კომპანიას აძლევს, ეს პროცესებს ამერიკის მთავრობაში გააქტიურებს.
საქართველოს მთავრობამ ბოლო 10 წელში ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა მისი პოლიტიკა ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ჯერ უნდა დაგვეწყო ანაკლიის განვითარება, ვიპოვეთ დეველოპერი, ინვესტორი, შემდეგ მოულოდნელად ფოთის პორტის საკითხი წამოწიეს. რატომ? ბიძინა ივანიშვილს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარება სჭირდებოდა, მეორე, რუსებს არ უნდოდათ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ჯერ საერთოდ გააჩერეს პროცესი, შემდეგ დაიწყეს ახალი კონკურსი და მოიყვანეს ჩინელები. საქართველოს ამით ეკონომიკური წინსვლის შესაძლებლობა და წლები წაართვეს"- აცხადებს იურისტი.
ჩინური გავლენების წინააღმდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა მუშაობა დაიწყეს - კონგრესში დაინიცირებული ორპარტიული აქტით ამერიკელი პოლიტიკოსები სტრატეგიული მნიშვნელობის პორტებში ჩინურ ინტერესებთან ბრძოლას აანონსებენ.
ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროცესების პარალელურად, საქართველოს ისტორიული შანსი უჩნდება. მათი თქმით, ახლა "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დააბრუნებს თუ არა ანაკლიის პორტში ამერიკულ ინვესტიციებს.