არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია - ბელგიის საგარეოს განცხადება საქართველოზე

06.03.25 23:49
არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია - ბელგიის საგარეოს განცხადება საქართველოზე

არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია - ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.

საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა  X- ზე წერს, რომ “ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიული ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია“

ამ კვირაში საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო.

ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ რეპრესიული ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.

არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია“, - წერია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სიახლეები