MEGOBARI ACT-ს საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს- რაუფოღლუ

07.03.25 10:48
MEGOBARI ACT-ს საგარეო კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს- რაუფოღლუ

ორპარტიულმა კანონპროექტმა MEGOBARI ACT, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი პირების სანქცირებას მოითხოვს, აშშ-ის სენატამდე მიაღწია - ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

მისი თქმით,  MEGBARI ACT-ის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან.

როგორც წყარო კონგრესიდან მეუბნება, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

ამასობაში კი MEGBARI ACT-ის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან.

მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს" -წერს რაუფოღლუ.

მსგავსი სიახლეები