რუსეთის ახალი მოთხოვნა "ოცნებას" - ლავროვის უწყება ოკუპირებული ტერიტორიებზე საზღვრის დელიმიტაციის პროცესს ელოდება
რუსეთს ივანიშვილის რეჟიმთან ახალი მოთხოვნა აქვს. სერგეი ლავროვის უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებას ელოდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგრედ წოდებული საზღვრების დადგენით რეგიონებში ვითარება გაჯანსაღდება. კრემლში ივანიშვილის სიტყვები აიმედებთ, რომლითაც ქართველებს ოლგარქმა ომის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ამ პოლიტიკურ გზავნილში რუსეთი შემრიგებლურ გზავნილებს კითხულობს.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. რუსეთის საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკიტხს კვლავ პრობლემურად მიიჩნევს, თუმცა ამ საკითხის პედალირებაში არა "ქართულ ოცნებას", არამედ ოპოზიციას ადანაშაულებს.
რა პოზიცია ექნება აღნიშნულ საკითხებზე ივანიშვილის ხელისუფლებას, ჯერჯერობით უცნობია. "პირველები" დღეს "ოცნებისგან" პასუხების მიღებას შეეცდება.
ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის ამგვარი განცხადებები საქართველოს ე.წ. ხელისუფლების "დამსახურებაა".
ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მავნებლურია საქართველოს ე.წ. ხელისულება, რომელსაც დღეს რუსეთი კიდევ ერთხელ ციტირებს და ამბობს, რომ ამ ე.წ. ხელისუფლებამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას გააკეთა შემრიგებლური ტიპის განცხადებები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, ახლა რუსეთის მიერ არის ლობირებული როგორც ანტიქართული და ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებები, - ამბოლბს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია.