ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - რას ამბობს პაპუაშვილი

07.03.25 12:10
ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები ივანიშვილის რეჟიმს - რას ამბობს პაპუაშვილი

ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. 

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის გადაწყვეტილებას პროპაგანდას უპირისპირებს და მედიის წინ ამტკიცებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები "ქართული ოცნების"  ხელისუფლების შეცვლით არიან დაკავებულები. 

ზუსტად დესტაბილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები ჩაიხსნა. რაც ადრე კეთდებოდა USAID-ის, NED-ის, თუ სხვა ასეთი ორგანიზაციის ხელით, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ხელისუფლებების ცვლილებების საკითხებში უფრო ფარულად, არაპირდაპირ. დღეს ვხედავთ, რომ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება პირდაპირ არის ჩართული ამ პროცესში და ამაში განსაკუთრებით გამოირჩევიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ყოფილი საბჭოთა სამი რესპუბლიკა, რომელიც დღეს ევროკავშირის წევრია, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც პირდაპირ ჩართულნი არიან იმაში, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ.

ვხედავთ, რომ მთლიანად პლატფორმა აქვთ მიცემული ქართული ოპოზიციისთვის და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აღმოჩნდა, რომ არიან ესტონური NGO-ები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ზოგიერთი სხვა. ესტონური NGO-ები დღეს გველაპარაკებიან ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, მთელი ეს სცენარი, ამ სამი ბალტიელი ქვეყნის ხელისუფლების გამოუცდელობიდან გამომდინარე პირდაპირ სააშკარაოზე გამოვიდა, რომ მიზანი არის კანონიერი ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. ამ შემთხვევაში საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:

მოსამართლეები:

  • ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.

პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.

პოლიციის თანამშრომლები:

  • გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
  • აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
  • ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები:

  • ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია (ყოფილი).

მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: 

  • კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე

მსგავსი სიახლეები