პაპუაშვილი ბაჩიაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს
არალეგიტიმური პარალმენტის თავმჯდომარე, “თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს.
პაპუაშვილის მტკიცებით, “ბაჩიაშვილი კრიმინალია და მან საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, სხვა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, როდესაც მანქანა აყიდინა, გადააკეთა და შემდეგ საზღვარი გადაკვეთა.“
“ვინმეს ეჭვი ეპარება მის კრიმინალობაში სხვა საქმეებთან დაკავშირებით?!“, - ამბობს ის.
კაცური და მამაცური საზღვრის კვეთა რა არის. გასაგებია, საზღვარს რომ კვეთს ადამიანი, ასე დამცირებულად აკეთებს. ეს ერთადერთი რამის მაგალითია, თუ რამხელა კრიმინალური ენერგია ჰქონია ამ ადამიანს. ამდენი ხანი გეგმავდა. ვინმეს ეჭვი ეპარება მის კრიმინალობაში სხვა საქმეებთან დაკავშირებით?! ვნახეთ, ადამიანს როგორი კრიმინალური ენერგია ჰქონია. გაირკვა, რომ მანქანა აყიდინა, თავად გადააკეთა. ასეთი გეგმები რომ ჩამოაყალიბა, ამით საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა ჩვენება სხვა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, რომ კი, რა თქმა უნდა, იზამდა იმას, რასაც პროკურატურა ედავება.
ასე ცივსისხლიანად დაგეგმავდა იმ ადამიანის ღალატს, ზურგში დანის ჩარტყმას და მოტყუებას, რომელმაც, როგორც იტყვიან, კაცად აქცია და გზაზე დააყენა. სადაც ასეთი კრიმინალური ენერგია აქვს ამ ადამიანს, იზამდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ მართლმსაჯულების ხელი გიორგი ბაჩიაშვილს მიწვდება იქ, სადაც არის.
შეგახსენებთ, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყნიდან წასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და მათ შორის ადამიანები, გამოიყენა“.