დღეს უწყვეტი პროტესტის ასი დღეა და რა თქმა უნდა, ვხვდებით რუსთაველზე! - პაატა მანჯგალაძე

07.03.25 13:00
დღეს უწყვეტი პროტესტის ასი დღეა და რა თქმა უნდა, ვხვდებით  რუსთაველზე! - პაატა მანჯგალაძე

როცა ხელისუფლება შიშით იწყებს მართვას, ეს მისი ძალა კი არა, მისი დასასრულია- აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე და მიიჩნევს, რომ ყველაზე მთავარი პროტესტი არ უნდა შეჩერდეს, რათა ე.წ. ხელიუსფლების დასასრული დაჩქარდეს.

 

რატომ ცდილობს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა ყოველდღიურად მტრების ძიებას და ხალხის კიდე უფრო დათრგუნვას და დაშინებას? პასუხი მარტივია: ივანიშვილის რეჟიმს არ შეუძლია უკეთესი ცხოვრების შეთავაზება, ამიტომ შიშით, სიცრუით და ძალადობით მართავს.

  •   ავტოკრატიას სჭირდება მტრის ხატი, რათა დამალოს თავისი ბოროტება.
  •   ავტოკრატიას სჭირდება სიცრუე, რათა ხალხმა ვერ დაინახოს სიმართლე.
  •   ავტოკრატიას სჭირდება ძალადობა, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა.

მათი პროპაგანდა მუშაობს ასე:

  •  1. ყოველდღე ახალი “მტრის” მოგონება – რომ ხალხმა ვერ დაინახოს რეჟიმის რეალური ბოროტება და მტრობა.
  •  2. ცრუ პროპაგანდა – რომ ხალხმა  არ გაიგოს სიმერთლე.
  •  3. საზოგადოების დაყოფა – რომ მათ წიინააღმდეგ გაერთიანება ვერ შევძლოთ.
  •  4. შიშის დათესვა – რომ ხალხი აღარ გაბედოს პროტესტი.
  •  5. ციხე და ანგარიშსწორება – რომ ვერავინ გაბედოს სიმართლის თქმა.
  •  6. გაყალბებული სასამართლოები – რომ უსამართლობა კანონად აქციონ.
  •  7. კორუფცია და ხალხის გაღატაკება – რომ ყველა მათზე იყოს დამოკიდებული.
  •  8. პოლიტპატიმრები და რეპრესიები – რომ ვერავინ აიმაღლოს ხმა.
  • 9. ეროვნული ინტერესების ღალატი – რომ ქვეყანა საბოლოოდ ხელში ჩაიგდონ.

ისინი ცდილობენ დაშინებას, რადგან სხვაგვარად მმართველობა აღარ შეუძლიათ!  როცა ხელისუფლება შიშით იწყებს მართვას, ეს მისი ძალა კი არა, მისი დასასრულია!

ჩვენ კი შეგვიძლია ამ დასასრულის აჩქარება!
არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა მივიღოთ  და დავიჯეროთ მათ პროპაგანდას!

და ყველაზე მთავარი პროტესტი არ უნდა შეჩერდეს!
ყველა ისტორიულ ცვლილებას არამხოლოდ კრიტიკა და საუბარი არამედ აქტიური მოქმედება სჭირდება!

დღეს უწყვეტი პროტესტის ასი დღეა და რა თქმა უნდა ვხვდებით  რუსთაველზე!” - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მსგავსი სიახლეები