ვითარება ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის შედეგად შეიცვლება! - საქალაქოში სააკაშვილის პროცესი იმართება

07.03.25 16:10
ვითარება ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის შედეგად შეიცვლება! - საქალაქოში სააკაშვილის პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხომაზე საზღვრის კვეთის საქმეზე მსჯელობენ. პროცესზე დისტანციურად არისს ჩართული მესამე პრეზიდენტი. სწორედ ამ ფორმით გამოეხმარა მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. სააკაშვილი ამბობს, რომ ის, რაც დღეს ხდება, ყველაზე მეტად მოსკოვს და თეირანს ახარებს.

ვრცელ სიტყვაში მიხეილ სააკაშვილმა მზია ამაღლობელზე და სინდისის პატიმრებზეც ისაუბრა. ასევე თქვა, რომ "ოცნებას" მას სამშბლოს სიყვარულისთვის და იმ პროგრესისთვის სჯის, რაც ქვყნისთვის გააკეთა. 

უკვე თითქმის 4 წელია ვარ გამოკეტილი იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც არ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. თქვენ მსჯით იმისთვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისთვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო, იმისთვის, რომ ჩემი აშენებული გეზით შექმნილი საბაჟოთი შემოვედი საქართველოში. იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი დედულეთი, ჩემი სამეგრელო მოვინახულე თუნდაც ორიოდე დღით. იმისთვის, რომ ჩემს მშობლიურ თბილისში ჩამოვედი. რა თქმა უნდა, მე ვისჯები იმისთვის, რომ შევაჩერე ჩემს ხალხთან, ჩვენს შეიაარღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს . გადავარჩინე საქართველო ყველაზე უარესს, რაც შეიძლებოდა, დამმართნოდა. ვისჯები იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს ავაცილე თავიდან დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება. მე რა მოსაყვანი ვარ, თვით დავით აღმაშენებელი რომ ჩაგვარდნოდათ ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და მიუსჯიდით პატიმრობას, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან და განვითარებასთან, ერთიანობასა და სიძლიერესთან, თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის არის მიუღებელი, - თქვა სააკაშვილმა პროცესზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ პროცესზე მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ დასავლეთის სანქციებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლბა. მიხეილ სააკაშვილმა თანამოქალაქეებს ერთიანობასა და უფრო ძლიერი ბრძოლისკენ მოუწოდა. 

ეს ბრძოლა არ არის ადვილი ბრძოლა. ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია იპოვეს გზები საქნციების გვერდის ავლის და ფულის საერთაშორისო ლეგალური სისტემის აქეთ-იქით მოძრაობის. ასე რომ, ზედმეტად ნუ დავაიმედებთ თავს, რომ აი, კიდევ ერთი სანქცია იქნება, კიდევ ერთი და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება. სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში. ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერში გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ შემდგომ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, ეს უპატრონობა, დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრპბელს შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩავატაროთ არჩევნები, მივაღწიოთ ამას, დავამყაროთ ხელახლა ევროკავშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.