ელჩებზე პაპუაშვილის პროპაგანდისტული თავდასხმის უკან მოსალოდნელი სანქციების შიში იმალება - აქუბარდია
"პაპუაშვილის პროპაგანდისტული თავდასხმა ელჩებზე დასავლეთის მტრად წარმოჩენის გაძლიერებას ემსახურება" - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის მიერ დიპლომატებზე მიტანილი იერიშის უკან სანქციების შიში იმალება.
პაპუაშვილი თავისი პროპაგანდისტული და აგრესიული რიტორიკით თავს ესხმის კვლავ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რათა გააძლიეროს მტრობა და დასავლეთის მტრად წარმოჩენა გააძლიეროს. მთავარი საგანი ამ განცხადების არის შიში მოსალოდნელი სანქციების წინააღმდეგ, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისგან, რომელიც ყველაზე მტკივნეული შეიძლება იყოს ივანიშვილისთვის". - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცნობისთვის, დღეს არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარემ სამიზნეში დიპლომატები ამოიღო - შალვა პაპუაშვილი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებას თავდასხმით გამოეხმაურება და ისინი "რევიზორებად" შერაცხა.
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ევროპელი დიპლომატების მიზანი "ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენა და მოსამართლეების დაშინებაა". შალვა პაპუაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზში ყოფნა ელჩების მიერ "საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა".