თავდასხმა ელჩებზე ნიშნავს იმას, რომ პარტნიორებთან ურთიერთობის დათბობაზე "ოცნებამ" უარი თქვა - თევზაძე
შალვა პაპუაშვილის მიერ დიპლომატებზე მიტანილი იერიშის ფონზე, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დათბობაზე უარი თქვა.
მისივე შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა, საქართველო პოლიტიკურ იზოლაციაში დარჩება და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.
ის, რომ "ოცნება" არანაირ კონსულტაციას არ გადის ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, ის, რომ "ოცნება" თავს ესხმით მათ, ნიშნავს იმას, რომ მან საბოლოოდ უარი თქვა ჩვენს პარტნიორებთან თანაბარ თანამშრომლობაზე და ურთიერთობის დათბობაზე. ჩვენი ქვეყნის იზოლაცია საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ ვიქნებით". - განაცხადა თენგო თევზაძემ.
ცნობისთვის, დღეს არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარემ სამიზნეში დიპლომატები ამოიღო - შალვა პაპუაშვილი სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე ელჩების დასწრებას თავდასხმით გამოეხმაურება და ისინი "რევიზორებად" შერაცხა.
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ ევროპელი დიპლომატების მიზანი "ქართულ მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენა და მოსამართლეების დაშინებაა". შალვა პაპუაშვილი იმასაც ამტკიცებდა, რომ უკანონოდ დაკავებულების მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზში ყოფნა ელჩების მიერ "საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობაა".