ანტიკორუფციულმა 1 000 ლარით დამაჯარიმა იმისთვის, რომ ქონებრივი დეკლარაცია არ შევავსე - ქავთარაძე

07.03.25 16:22
ანტიკორუფციულმა 1 000 ლარით დამაჯარიმა იმისთვის, რომ ქონებრივი დეკლარაცია არ შევავსე - ქავთარაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ანი ქავთარაძე, რომელსაც საპარლამენტო საქმიანობის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, ანტიკორუფციულმა ბიურომ თანამდებობის პირის დეკლარაციის არ შევსების გამო 1 000 ლარით დააჯარიმა. 

ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ თუ მომდევნო კვირების განმავლობაში დეკლარაციას არ შეავსებს, რაჟდენ კუპრაშვილის უწყება კვლავ დააჯარიმებს.

სარვამარტოდ მეც მივიღე საჩუქარი, ოღონდ ანტიკორუფციული ბიუროსგან:) 

ერთად მომიტანეს 3 , 10, 14, 18 თებერვლის წერილები, ასევე, 1000 ლარიანი ჯარიმა, იმისთვის, რომ არ შევავსე ქონებრივი დეკლარაცია, როგორც პარლამენტის წევრმა. აქვე დევს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიიღეს საქ. პარლამენტისგან ცნობა, რომ მე აღარ ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ ამ თარიღიდან 2 თვის ვადაში, მაინც უნდა შევავსო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ყოფლმა დეპუტატმა და თუ ამას არ გავაკეთებ, კიდევ 1000 ლარს დამაკისრებს, მაგრამ ორივე ჯარიმის გადახდის მიუხედავად, შეუძლიათ დეკლარაციის შეუვსებლობის პირობებში სისხლის სამართლის საქმე აღძრან. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ, როგორც დეპუტატობის კანდიდატებს შევსებული გვაქვს ქონებრივი დეკლარაცია და ახლაც, ვითხოვდით შევსებას, მხოლოდ იმ თანამდებობის მითითების გარეშე, რომელზეც არ ვიმყოფებოდით და მიგვაჩნია არალეგიტიმურად! არ დაგვავიწყდეს!!! თანამდებობის პირების დეკლარაციები, დახურული აქვს ანტიკორუფციული ბიუროს, მათ შორის საკუთარი ხელმძღვანელისაც.

მოკლედ, რაჟდენი მუშაობს, არც ქაღალდი ენანება და არც წერა. რაჟდენ, კითხვა მაქვს, ყველა ქოცს თავი მუდმივმოქმედი თანამდებობის პირი გგონიათ თუ ბიძინა გგონიათ უკვდავი ბატონი?!" - წერს ანი ქავთარაძე.