ახალი შეტევა მამუკა ხაზარაძეზე - "ოცნება" "ძლიერი საქართველოს" ლიდერის იდეამ გააღიზიანა

07.03.25 17:54
ახალი შეტევა მამუკა ხაზარაძეზე - "ოცნება" "ძლიერი საქართველოს" ლიდერის იდეამ გააღიზიანა

ახალი შეტევა მამუკა ხაზარაძეზე -  ივანიშვილის პარტიის ლიდერები თავს კოალიცია “ძლიერ საქართველოს“ ესხმიან. დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ანაკლიის პორტია. 

“ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა გუშინ მოითხოვა ანაკლიაში ამერიკელი ინვესტორების შემოსვლა და პორტის ამერიკული დაფინანსებით აშენება. მისი თქმით, ამერიკული ინტერესები ანაკლიის პორტში, საქართველოსთვის მეტ უსაფრთხოებას და მყარ გარანტიებს ნიშნავს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასე არ ფიქრობს კობახიძე.

ამას ადასტურებს კობახიძე-პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც ცხადყოფს, რომ გრძელდება აქტიური ლობირება, ჩინური კომპანიის მიმართ. 

იმის ნაცვლად, რომ დასავლურ ინვესტიციებზე იზრუნოს, “ოცნება“ ოპონენტებზე თავდასხმითაა დაკავებული. როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ ანაკლიის პორტში ამერიკული ინვსეტიციები მნიშვნელოვანია, მათ აკრიტიკებენ.

თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი და ნებისმიერი ინვესტიციების მოზიდვა. მაშინ ის საუბრობდა ჩინურ ინვესტიციაზე ანაკლიაში და დღეს კი საუბრობს, რომ ეს არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული და ვერ ევროპული ინვესტიციები. რასაც ამბობს ხაზარაძე ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია. თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტიციების მოზიდვა, მას ყველა უფლება ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ არ გააკეთა, ვერ გააკეთა“, - განაცხადა  კობახიძემ.

“უსამშობლოს“ უწოდებს ხაზარაძეს პაპუაშვილი და ამბობს, რომ ის სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს.

ეს ადამიანი იმდენად უსამშობლოა, რომ საკუთარ უსამშობლოობასაც ვერ ხვდება, ის ღიად საუბრობს, რომ მოქმედებს არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ინტერესებით. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხახლის ინტერესებით და ეს არის ამოსავალი,- ამბობს პაპუაშვილი.

თავდასხმაზე პასუხად “ძლიერ საქართველოში“ ამბობენ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც რუსეთს ემსახურება და მათ არ სურთ დასავლური ინვესტიციები ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ანდობენ ანაკლიის პორტს ჩინურ კომპანიას.

დე ფაქტო ხელისუფლება ემსახურება ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებს, ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ. ეს სპიკერები ყოველთვის იქნებიან წინააღმდეგები, რომ ჩვენს ქვეყანაში დასავლური ინვესტიციები შემოვიდეს, რადგან ეს ნიშნავს თავისუფლებას, უსაფრთხოებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას, პაპუაშვილების და მსგავსების ამოცანაა, ქვეყანა დაუბრუნდეს საბჭოთა პერიოდს, როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტ დაკარგულია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ “ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება“.

"გვაქვს შანსი გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, სადაც ასეულ მილიარდიანი საქონელბრუნვაა შესაძლებელი" - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები