"ოცნების" მძიმე დღეები - აშშ-ს კონგრესი "მეგობარი აქტის" განხილვას ოფიციალურად იწყებს
შეერთებული შტატების კონგრესი "მეგობარი აქტის" განხილვას ოფიციალურად იწყებს. რამდენიმე დღეში კონგრესი იქნება ის ადგილი, სადაც ამერიკის პარლამენტმა ოლიგარქიულ მმართველობაზე და რეჟიმის დასანქცირებაზე პირველი განხილვა უნდა გამართოს.
აქტი საგარეო საქმეთა კომიტეტზე 11 მარტს გავა. საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და მხარდამჭერ სენატორთა და კონგრესმენთა რიცხვი ყოველ დღიურად იზრდება.
"პირველების" ინფორმაციით, "მეგობარი აქტი" პირველ განხილვას თბილისიდან სამოქალაქო საზოგადოებაც დაესწრებაა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იქნება ერთ-ერთი, ვინც კონგრესმენების და სენატორების წინაშე ოლიგარქის რეჟიმს კიდევ ერთხელ ამხელს. "მეგობარი აქტი" თავიდან ბოლომდე მხილებაა რეჟიმისა, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და არღვევს ადამიანუს უფლებებს საქართველოში.
"მეგობარი აქტი" კონგრესში ჰეელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა, თუმცა კანონპროექტს ჰყავს თანასპონსორები რესპუბლიკური და დეოკრატიული პარტიებიდანაც. მათ შორის, კონგრესმენი სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი. ჯამში, კანონროექტს 18 კონგრესმენი და სენატორი უჭერს მხარს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან. ამერიკის ამჟამინდელი მთავრობაც და ოპოზიციაც მხარს უჭერს რეჟიმის დეპუტატების, ბიზნესმენების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხების სამსახურის ჩინოვნიკების სანქცირებას, მათ, ვინც, ძირს უთხრის დემოკრატიას.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.