17 დღე პრეზიდენტზე თავდასხმიდან - "ოცნებამ" ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროცედურული ომი დაიწყო
17 დღეა პრეზიდენტზე თავდამსხმელები ხელშეუხებლები არიან. ეკა ბესელიამ თბილისის პროკურატურა ისე დატოვა, რომ მაინც ვერ გაარკვია, რა ეტაპზეა გამოძიება. სალომე ზურაბიშვილზე თბილისის საერთაშორისო აერპორტში მოწყობილი ჩასაფრებისა და ორგანიზებული თავდასხმიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა პოლიციას დაზარალებული პრეზიდენტიც კი არ გამოუკითხავს.
სისტემამ სალომე ზურაბიშივლის წინააღმდეგ ახლა უკვე პროცედურული ომი დაიწყო. პრეზიდენტის წარმომადგენელს ერთი უწყებიდან მეორეში ამისამართებენ, რომ ის მაინც გაიგოს, რა ეტაპზეა გამოძიება. თბილისის პროკურატურაში მისულ ეკა ბესელიას უთხრეს, რომ ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა არკვიოს, რადგან პრეზიდენტზე თავდასხმის საქმე გიორგი გაბიტაშვილმა ვახო გომელაურს გადააბარა.
სალომე ზურაბიშვილზე თავდამსხმელები თავისუფლები არიან. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ორი მათგანი მოქალაქეებმა გაშიფრეს - გიორგი წკრიალაშვილი და გიორგი ბერიძიშვილი "ოცნებასთან" დაახლოებულები არიან, თუმცა მათთან აფილირებას ივანიშვილის გუნდი მაინც ერიდება და დამნაშავეების დასჯის ნაცვლად იერიში კვლავ ზურაბიშვილზე მიაქვთ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.