რეჟიმის იერიში დიპლომატებზე - სინდისის პატიმრების პროცესებზე ელჩების დასწრება "ოცნებას" აღიზიანებს
"ქართული ოცნება" თავდასხმებით ცდილობს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე დასწრება ან აუკრძალოს, ანდა აიძულოს, შეწყვიტონ სხდომების დაკვირვება. როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" გახმაურებულ პროცესებზე ელჩების ყოფნა დიდი თავის ტიკივლად იქცა. როდესაც ელჩები საკუთარი თვალით ხედავენ მოტაცებული სასამართლოს და შემდეგ სხდომებზე ნანახს ანგარშებზე აღწერენ, "ოცნებისთვის" არასასურველი მომენტია. ბოლო წერტილი მზია ამაღლობელის პროცესებზე გერმანიის ლიეტუვას და საფრანგეთის ელჩების და მათი წარმომადგენლების დასწრება გახდა.
"ქართულმა ოცნებამ" პრორუსული პოლიტიკის გამო მთელი დასავლური სამყარო გადაიკიდა, ახლა კი ბოლო იერში ამ ქვეყნების ელჩებზე მიაქვს. ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებზე თავდადასხმა "ქართულმა ოცნებამ" დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგის ნაწილად აქცია.
თუ ელჩი პროცესზე მიდის, რომ ნახოს, როგორ განიხილავ საქმეებს მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული კლანის სასამრთლო, თურმე ეს მომსართლეების საქმეში ჩარევა ყოფილა. თუმცა, ირკევა, რომ "ქართულ ოცნებას" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ ღონიძიებაზე ბრიტანეთის ელჩის მონაწილეობაც აღიზიანებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.