ოლიგარქს მოსკოვმა ბოდიში დაუფასა - კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დემარკაციას ითხოვს

07.03.25 21:05
ოლიგარქს მოსკოვმა ბოდიში დაუფასა - კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დემარკაციას ითხოვს

რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრების დემარკაციას კიდევ ერთხელ ითხოვს და ამჯერადაც "ოცნების" განცხადებებზე დაყრდნობით. როგორ აზიანებს ივანიშვილის ნარატივი ქვეყნის სუვერენიტეტის ინტერესს ამ განცხადებაში იკითხება. ლავროვის უწყება წერს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნათქვამი სიტყვა პრაქტიკულ ნაბიჯებში უნდა ტრანსფორმირდეს და ამის დემონსტრირება ე.წ. საზღვრების დემარკაცია და საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერა იქნება. 

ეს განცხადება რუსეთის საგარეო უწყებამ 4 მარტს გამართული ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა. "ოცნების" განცხადებები საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ რუსეთმა გამოიყენა ნოემბერში გამართული რაუნდის დროსაც. ფაქტია, რომ ივანიშვილის მიერ გორში გახმოვანებულმა იდეამ ბოდიშის მოხდაზე მხოლოდ ქვეყნისთვის საზიანო შედეგი გამოიღო. თუმცა, ახალ განცხადებას ძველისგან ერთი რამ განასხვავებს: რუსეთი ისევ პრობლემურად მიიჩნევს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ საკითხის აქტუალიზების გამო "ოცნების" ნაცვლად აკრიტიკებს ოპოზიციას. ივანიშვილის პოლიტიკაში ამ ინტრესს კრემლი, სავარაუდოდ, ვეღარ ხედავს და მშვიდადაა. 

რა პასუხისმგებლობას გრძნობს "ქართული ოცნება"? - დღეს კითხვაზე პასუხის მიღებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისგან ვითხოვდით. მაკა ბოჭორიშვილის უწყების მეორე პირს კომენტარი ორჯერ ვთხოვეთ. პასუხს ორივეჯერ თავი აარიდა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.