რეჟიმი ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ - "ოცნება" ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებს

07.03.25 21:26
რეჟიმი ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ - "ოცნება" ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებს

ირაკლი კობახიძე  თავს ესხმის "ძლიერ საქართველოს" და ახმოვანებს "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გადაწყვეტილებსაც. "ოცნების" რეჟიმის თვითგამოცხადებული პრემიერის სამიზნე მამუკა ხაზარაძე მას შედეგ გახდა, რაც ტვ პირველიც ეთერიდან ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ანაკლიის პორტში ამერიკელი ინვესტორების შემოყვანა მოითხოვა.

კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ ანაკლიის პორტის აშენება ამერიკული ფულით და ამერიკული ინტერესით საქართველოსთვის უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ნიშნავს, თუმცა უკვე თვეებია, ივანიშვილის რეჟიმის პრემიერი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პორტი ჩინურ კომპანიებს ჩააბაროს. დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, რომ ანაკლიის პორტი საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გასაჯანსაღებლად გამოიყენონ, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია უკვე ოფიციალურად იწყებს ბრძოლას საერთაშორისო პორტებში ჩინური გავლენების შესამცირებლად, თუმცა, როგორც ჩანს, "ოცნება" დასახული მიზნიდან გადახვევას არ გეგმავს და სამიზნედ "ძლიერ სქართველოს" ირჩევენ.

რატომ გამოვიდა წყობიდან "ქართული ოცნება" - ანაკლიის პორტის ამერიკული ინვეტიციებით აშენების თემის წამოწევის გამო. არსებობს რუსეთის ხელისუფლბასთან დაახლოებული არაერთი პოლიტიკოსის საჯარო განცხადება, სადაც ისინი საქართველოს სტრატეგიულ პორტში ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ გამოდიან. როგორც ჩანს, ამერიკელების ჩინური კომმპანიებით ჩანაცვლებით "ქართულმა ოცნებამ" რუსული დავალება შეასრულა. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.