"პოლიტიკური ტერორია" - სამუშია "ძლიერი საქართველოს" წევრების დაკავებაზე
ვარაზის ხევზე კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლების დაკავების ფაქტს ამავე პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშია პოლიტიკურ ტერორად აფასებს.
მისივე შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხელბორკილების დადების შემდეგ, რამდენიმე სამართალდარღვევა გამოიკვეთა. ლევან სამუშიას განმარტებით, დაკავებულებს ადვოკათან დარეკვის უფლება შეუზღუდეს.
ადამიანებს ტელეფონი ჩამოართვეს, რა უფლებით? დაკავებულები არ იყვნენ, გაიტაცეს. რა უფლებით შეუზღუდეს კომუნიკაცია. სამართლებრივი ჩარჩო არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური ტერორი". - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 7 მარტს, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და პოლიტიკური გაერთიანების წევრები, ჯუბა ლოლაძე, ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი ვარაზის ხევზე დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განმარტებით, ისინი ქუჩიდან ლაზერის გამო აიყვანეს, რომელსაც პარლამენტის შენობაზე ანათებდნენ.