EU-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი იყოს - გალდავა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლანა გალდავა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მყოფი ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელონ.
"EU-მ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი იყოს" - ამბობს ლანა გალდავა, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კონკრეტული ზომების, მათ შორის, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.
ევროპამ ცხადია უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელიც დგას ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს ევროპული სტრუქტურების ნაწილი და მაშინ როდესაც იქმნება ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროპულმა ქვეყნებმაც მათ შორის, რომ საქართველო სამომავლო პერსპექტივაში იყოს ევროპული უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი. კონკრეტულ ზომებში შეიძლება იყოს სანქციები, კონკრეტულ ზომებში შეიძლება იყოს სხვადასხვა ღონისძიებები", - ამბობს ლანა გალდავა.