„ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ - აქციაზე მიტანილი გისოსები დაწვეს

08.03.25 21:37
 „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ - აქციაზე მიტანილი გისოსები დაწვეს

 „ქალები რეჟიმის წინააღმდეგ“ - მარშის მონაწილეებმა პარლამენტის წინ  სიმბოლურად ადგილზე მიტანილი გისოსები დაწვეს.

 „მადლობა გმირი შვილების დედებს”, “ყველგან მილიცია, არსად სამართალი”, “ „გეშინოდეთ ხალხის ძალის” - სკანდირებენ ქალები. 

ამ წუთებში დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია - პროტესტის 101-ე დღესაც  მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.