პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს - სააკაშვილი

10.03.25 13:39
პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს - სააკაშვილი

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ პროცესზე დეტალურად განმარტა, რას ედავება მას "ოცნება". მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქმე არა ფულის გაფლანგვას, არამედ საპრეზიდენტო ხარჯებს ეხება. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ხელფასი 3-დან 4 ათას ლარამდე ჰქონდა, რითაც, ბუნებრივია, უცხოელ სტუმრებს ვერ უმასპინძლებდა და ვერც საჩუქრებს გადასცემდა კულტურის და საზოგადო მოღვაწეებს. 

მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მტერს პრეზიდენტის გადაადგილებების და შეხვედრების შესახებ ინფორაცია არ ჰქონოდა, ინფორმაციას გრიფით საიდუმლო დაედო, რომელიც "ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხსნა, ოღონდ მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევაში. მისი თქმით, საქმეში ყველა ჩეკი და საბუთი დევს, რომ ხარჯები იყო დასაბუთებული და ლეგალური. 

საქმე თუ აინტერესებს ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე. ახლანდელი ე.წ. დეპუტატების ხელფასები თითქმის 3-ჯერ მეტია. ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს. ვერც საჩუქრებს ვერ დავარიგებდი საპრეზიდენტოს ძალიან ბევრი კულტურის მოღვაწის, საზოგადოებრივი აქტივისტების, უცხოელი დელეგაციების მიმართ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომელიც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით გასაიდუმლოებული იყო, რომ არ სცოდნოდათ ჩვენ მტრებს პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ, ვის ხვდებოდა პრეზიდენტი, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან. ეს ყველაფერი იყო გრიფით საიდუმლო იყო. ესენი მოვიდნენ და გრიფით საიდუმლო მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებზე. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში საიდუმლო ხარჯვა ყველაფრის. ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი იღებს სტუმრებს. ყველა ქვეყანაში პრეზიდენტი მისი შეხედულებისამებრ გადასცემს პირად საჩუქრებს. უმეტეს ქვეყნებში პრეზიდენტის მკურნალობის ხარჯები იფარება სახელმწიფოს მიერ. აბა, რანაირად უნდა მემკურნალა, როცა რაღაც მჭირდებოდა, მათ შორის ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაც სამი ათას რაღაც ლარიანი ხელფასით?! ეს ყველაფერი იფარება სახელმწიფოს მიერ". - განაცხადა სააკაშვილმა.

6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოს საქმის განხილვა ფინალშია. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა იმართება. 11 წლიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ვერდიქტის გამოსაცხადებლად უნდა გავიდეს.  

მსგავსი სიახლეები