"ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევებში მონაწილეობას მიიღებს

10.03.25 14:01
"ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევებში მონაწილეობას მიიღებს

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ადგილობრივ არჩევებში მონაწილეობას მიიღებს - განცხადება შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, არჩევნები ცესკო-ს მოქმედი შემადგენლობით ჩატარდება. 

დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას. მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკო-ს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია. მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები