მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს
მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 2025 წლის 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს - ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.
- ნინო სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, სამწლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს. გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ.
ნინო სახელაშვილი რომ უვადოდ გამწესებულია, აჩვენებს სასამართლო სხდომების ჩამონათვალი – ნინო სახელაშვილი დღეს, 10 მარტს, 6 პროცესს ჩაატარებს, შემდეგ სასამართლო სხდომას – 19 მარტს.
გამოცემა წერს, რომ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გაიმართა. ახალდანიშნულმა მოსამართლემ, ვიქტორ მეტრეველმა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.
ვრცლად ნახეთ აქ