"ოცნებაში" ამბობენ, რომ ტრამპი Deep State-ს ვერ მოერია

10.03.25 16:10
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ტრამპი Deep State-ს ვერ მოერია

"ოცნება" ისევ Deep State-ის გავლენებზე საუბრობს. მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯერ-ჯერობით არა თუ "დიფსთეიტის" დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშანიც კი არ ჩანს. 

მდინარაძე ამტკიცებს, რომ სწორედ ამერიკის პოზიციით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება.

პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს. 

მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, - ეს არის რეალური ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა…

ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში Deep State-ის დამარცხება, - წერს მდინარაძე.

შალვა პაპუაშვილი დღეს ამტკიცებდა, რომ აშშ-ში ახლა რებრედინგი ხდება, თუმცა, რეალუარად, ეს იგვე ხელია, რომელიც მისი მტკიცებით, საქართველოში "თოჯინებს ამოძრავებს". არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ საქართველო ახლა არის ტესტი დიფსთეითის წარმატებით დამარცხების. 

ყველანაირად უკვე გამოაშაკარავებულია, ერთადერთი რისკი, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და ნიშნებს ვხედავთ, რაც მთავარია, რომ ხდება რებრენდინგი, ფორმების შეცვლა, არხების შეცვლა, ასე ვთქვათ, მარჯვენა ხელის ჩანაცვლება მარცხენა ხელით, თუმცა ეს იგივე ქსელის ხელია, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომელიც იგივე თოჯინებს ამოძრავებს საქართველოში. ამიტომ ვამბობთ, რომ საქართველო არის ტესტი დიფსთეითის წარმატებით დამარცხების, - ამბობს პაპუაშვილი.

გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ ამერიკას "ოცნების" მიმართ სამართლიანი პოზიცია ექნება. არალეგიტიმური ხელისუფლების წევრი ამტკიცებს, რომ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ცხადი იქნება, რომ აშშ-ს დიფსთეითის დამარცხება და მისთვის "ეშვებისდაძრობა" ვერ მოახერხა.  

მოლოდინი გვაქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამართლიანი პოზიცია ექნება. სამართლიანი პოზიცია ექნება იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ ტრამპს ყოველთვის ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მათ რაღაც კავშირი გააჩნიათ რუსეთთან მაშინ, როდესაც ის, რისკენაც ისნი ისრწაფიან, არის მშვიდობა და მსოფლიოს გადარჩენა ნგრევისგან. იგივეა ჩვენი მდგომარეობა ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით. ამას თუ ხაზი გადაუსვეს და თქვეს, რომ ეს ასე არ არის და სხვანაირად არის, ამ ადმინისტრაციამ ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ამ მიზეზით გამოხატა, რასაც ჯო უილსონი ქადაგებს, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ერთ-ერთი ნიშანი იქნება იმის, რომ მთლად არ არის დამარცხებული, ეშვებ დაძრობილი დიფსთეითი, - ამბობს ვოლსკი.  

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის შეცვლის მიუხედავად, შტატებმა არც "ოცნების" ლიდერის და არც რეჟიმის მსახურების საქნცირების გადაწყვეტილება არ გააუქმა, 

მსგავსი სიახლეები