შსს-ს 2 წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო- დეკანოიძე

10.03.25 16:41
შსს-ს 2 წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო- დეკანოიძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ შსს-ს წარმომადგენლები სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ ის გიორგი ვაშაძე იყო.

დეკანოიძის თქმით, მათ წარმოაგდინეს სატელევიზიო ჩანაწერები, სადაც სიტყვით ვაშაძე გამოდის, ისინი კი ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ დეკანოიძის პოლიტიკური განცხადებები.

“რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ“, - ამბობს ის.

შს სამინისტროს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შს სამინისტროს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

სასამართლომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.  მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, დეკანოიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ხატია დეკანოიძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ. კერძოდ კი იმას, რომ ის 17 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

მსგავსი სიახლეები