ითხოვა თუ არა გიორგი ბაჩიაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი უცხოეთში? - ექსკლუზიური ინტერვიუ ბიზნესმენის უცხოელი ადვოკატთან
ითხოვა თუ არა გიორგი ბაჩიაშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი უცხოეთში? - "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი მმართველის უცხოელი ადვოკატი პირველებთან ამ საკითხზე მოკლე კომენტარს აკეთებს.
მე არ ვიცი ითხოვა თუ არა პოლიტიკური თავშესაფარი და რომც ვიცოდე არ გეტყოდით"- უთხრა რობერტ ამსტერდამმა "ტვ პირველის" კორესპოდენტს.
რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მას ადვოკატმა "კორუმპირებული სასამართლოს მიღებული კორუმპირებული გადაწყვეტილება" უწოდა.
მისი თქმით, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება:
არ იყო არანაირი მტკიცებულება, ვერაფრით დადასტურდა დანაშაული. ეს არის კორუმპირებული სასამართლოს მიერ მიღებული კორუმპირებული გადაწყვეტილება. ამ საქმის მოსამართლე წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გამო უკვე ისედაც სანქცირებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რადგან ის დავალებებს ბიძინა ივანიშვილისგან იღებს- სულ ესაა.
საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ეს ტრაგედიაა ქართველი ხალხისთვის რომ ამ მოსამართლის მსგავსს მსაჯულებს ისეთი ადამიანების გასამართლების უფლება აქვთ, როგორიც ჩემი კლიენტია.
ეს ბრძოლა გაგრძელდება ჯერ საქართველოში შემდეგ კი სტრასბურგში - ჩვენ მოვძებნით საშუალებას რომ ამ კორუმპირებულ მოსამართლეს პასუხი გაეცეს, შეიძლება ითქვას რომ ბრძოლა ახლა დაიწყო. ქართველო ადვოკატების ჩართულობით ყველა საჭირო პროცედურა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ჩაივლის"- აღნიშნავს ამსტერდამი.