ქვეყანაში მიმდინარე პროტესტი, პოლიტპატიმრები და ხელახალი არჩევნები - პროდასავლური ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას ხვდება. კონსულტაციებზე "ძლიერი საქართველოს" "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "გახარია საქართველოსთვის" და ფედერალისტების ლიდერები მივიდნენ.
როგორც პოლიტიკოსებმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადაეს, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, შემგომ ნაბიჯებს და კოორდინირებულად მოქმედების გეგმაზე იმსჯელებენ.
მორიგი საკოორდინაციო შეხვედრაა, სადაც საუბარი იქნება ყველაფერზე, რაც ახლა აქრის აქტუალური, მათ შორის, პროტესტზე, სევე გვაქვს რიგი საკითხები, რომლებზეც გვჭირდება კოორდინირებული მოქმედება სალომესთან და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიებთან, - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
ალბათ იქნება საუბარი ვიზიტებზე, რომელიც სხვადასხვა პარტიებს ჰქონდა და ამაზე იქნება ინფორმაციის გაცვლა და ალბათ კიდევ საკითხები თუ როგორ მივდივარ, შემდეგი ნაბიჯები როგორია, კოორდინაციის ფორმატი როგორ ჩამოყალიბდება, - ამბობს გახარიას გუნდის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
არ არის გამორიცხული, პროევროპულმა ოპოზიციამ ზურაბიშვილთან "ოცნების" დღევანდელ გზავნილებზეც იმსჯელოს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის მარიონეტებმა თქვეს, რომ არანაირი ცვლილება და არანაირი დათმობა არ იქნება - ადგილობრივ არჩევენბს იგივე ხალხი იგივე წესებით ჩაატარებს.
დამატებითი დეტალები მას შემდეგ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.