"ოცნების" მძიმე სამშაბათი - კონგრესი მეგობარი აქტის განხილვას იწყებს

10.03.25 20:19
"ოცნების" მძიმე სამშაბათი - კონგრესი მეგობარი აქტის განხილვას იწყებს

კონგრესი, თბილისის დროით 18:00 საათი. ამერიკელი კანონმდებლები ოლიგარქის რეჟიმის დასანქცირების აქტის განხილვას იწყებენ. მეგობარი აქტის განხილვა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება, სადაც კონგრესმენები ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობაზე, რეჟიმის დასანქცირებაზე და მათ ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

ეს იქნება პირველი განხილვა იმ აქტისა, რომელიც ჯერ ბაიდენის, შემდეგ კი ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაინიცირდა და რომელიც "ქართულ ოცნებას" უდიდეს პოლიტიკურ თუ რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებს.

"ქართულმა ოცნებამ", როგორც ჩანს, წინასწარ იცის, რომ ხვალ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მისთვის მძიმე პოლიტიკური დღე იქნება, ამიტომ დღეს დილიდან დაიწყო საუბარი, რომ ამერიკას არა პრეზიდენტი ტრამპი და რესპუბლიკური პარტია, არამედ ისევ უხილავი ძალა, "დიფ სთეითი" მართავს, რომელიც ტრამპმა ვერ დაამარცხა. "ქართული ოცნება" იმედგაცრუებულია, სანქციები ივანიშვილის და მისი მსახურების წინააღმდეგ ისევ ძალაშია და ტრამპის მოსვლიდან ორი თვის თავზეც, "ოცნების" სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები