ივანიშვილი არჩევნების ჩატარებას იგივე ცესკოთი და ძველი წესებით გეგმავს

10.03.25 20:49
 ივანიშვილი არჩევნების ჩატარებას იგივე ცესკოთი და ძველი წესებით გეგმავს

"ქართული ოცნება" სასურველის რეალობად წარმოჩენას ცდილობს. დილიდან შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოთხი ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტია არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

"ოცნებამ" იცის, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს მთავარი ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს, ამიტომ საინფორმაციო ომი წინასწარ დაიწყო. ივანიშვილის დეპუტატები საზოგადოებას იმასაც არწმუნებდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა, თუმცა ახლა ეს სკამები ცარიელია.

ახლა ჯერი თვითმმართველობის არჩევნებზე მიდგა. "ქართული ოცნება" არ აპირებს შეცვალოს საარჩევნო თამაშის წესები, ან საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომლის მიმართაც ნდობა საზოგადოებას არ აქვს. იგივე ცესკო, იგივე ხალხი, იგივე წესები. ასე წარმოუდგენია 2025 წლის არჩევნები ივანიშვილის პარტიას. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები