6 პიჯაკისა და 1 ქაშმირის პალტოს საქმის ფინალური ეტაპი - 11-წლიანი განხილვა სრულდება

10.03.25 20:39
6 პიჯაკისა და 1 ქაშმირის პალტოს საქმის ფინალური ეტაპი - 11-წლიანი განხილვა სრულდება

მიხეილ სააკაშვილის ანგარიშებზე მილიარდების ძებნა საბოლოოდ პროკურატურამ სააკაშვილის ბებიის მანქანის და ყვარელში სააკაშვილის სახლის დაყადაღებით დაასრულა. ექვსი პიჯაკის და ერთი ქაშმირის პალტოს საქმე ფინალში გავიდა. 11-წლიანი განხილვების შემდეგ, მოსამართლე სათათბიროდ დღეს გავიდა. სააკაშვილმა ბოლო მიმართვის დროს სხდომაზე ილაპარაკა, როგორ ააგორეს რუსული პროპაგანდის ხელწერით მითები მისი მილიარდების შესახებ, საბოლოოდ კი ბებიის ძველ მანქანას და კახეთის ვენახს მიადგნენ. 

რატომ დაპატიჟეს საქართველოში სტუმრად ჩამოსული უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო გოგირდის აბანოებში, რომელიც დედაქალაქის ტურისტული მარშრუტის შემადგენელია ნაწილია. რატომ შეიძინა სააკაშვილმა ხელოვანთა დაჯილდოებისთვის ყვავილები. რატომ შეიძინეს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის გასვენებისთვის თაიგული. სააკაშვილის საქმეში ასეთ ამბავს ბერას ნახავთ.

"ქართული ოცნება" მესამე პრეზიდენტს თან გაფლანგვას ედავება და თან მტკიცებულებად წარდგენილი აქვს ხარჯის დამადასტურებელი ყველა ქვითარი. ექსპრეზიდენტი დღეს მოსამართლეს უხსნიდა, რომ 4 000-ლარიანი ხელფასით ვერც ტრამპს უმასპინძლებდა და ვერც ჯორჯ ბუშს.

მიხეილ სააკაშვილის ბიუჯეტის ფულით ნაყიდი ყვავილების თაიგულის გამო 11 წლით ციხე ემუქრება. თუ ეს დანაშაულია, ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ ხარჯავს წელს 64 ათას ლარს არალეგიტიმური პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი თაიგულებში. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები