ახალი არჩევნების ჩანიშვნა, გარდაუვალი გადაწყვეტილებაა-ბადრი ჯაფარიძე

10.03.25 19:28
ახალი არჩევნების ჩანიშვნა, გარდაუვალი გადაწყვეტილებაა-ბადრი ჯაფარიძე

ჩვენ გვქონდა სამუშოს შეხვედრა, სადაც ვიმსჯელებ იმ ნაბიჯებზე, რომელიც ერთობლივად უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს არჩევნების თარიღის ჩანიშვნა, ასევე, უკეთესად მოვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ახალი არჩევნების ჩანიშვნა, გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, თუნდაც იმისთვის, რომ “ოცნებამ“, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, თავი გადაირჩინოს“, -ამბობს ის.

მისივე თქმით, საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მჭიდრო კოორდინაცია პოლიტიკური ძალების და ზოგადად, პროტესტში ჩართული ადამიანების, პრეზიდენტის ირგვლივ.

საუბარი იყო იმაზეც, რომ აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, პრეზიდენტის ირგვლივ, პოლიტიკური ძალების, იმ ადამიანების, რომლებიც პროტესტში მონაწილეობენ, რომ ეს იყოს ერთობლივი კოორდინაციის ცენტრი, პრეზიდენტთან, რომელიც შეძლებს, რომ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს, ადეკვატურად უპასუხოს. რაც მთავარია, მოვემზადოთ ყველანი ერთად ახალი არჩევნებისთვის და გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დააჩქარებს მისი ჩანიშვნის თარიღს.

ასევე საუბარი იყო, რომ ყველამ ერთად აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი თარიღი - 31 მარტი, დამოუკიდებლობსი რეფერენდუმის დღე, რომლსი აღნიშვნაც აუცილებელია, რადგან ამ დღეს ვაჩვენეთ სამყაროს, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა, - განაცხადა ჯაფარიძემ

მისივე თქმით, ეს იქნება შესაფერისი მასშტაბის დემონსტრაცია, რომელიც მიეძღვნება დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს. 

მსგავსი სიახლეები